“მილუოკი ბაქსის” და “ჩიკაგო ბულსის” მატჩში 2 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა და სასიხარულოა, რომ ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას ეკუთვნოდა, მეორე კი – ჩიკაგოელთა ესპანელ ვარსკვლავს – პაუ გასოლს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ მილუოკიში გამართულ მატჩში მასპინძლები 85:91 დამარცხდნენ, ფაჩულიამ კი მოედანზე 19:20 წუთი გაატარა და 12 ქულას 11 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
კარგად ითამაშა ლარი სანდერსმაც, რომელიც “ბაქსის” სასტარტო ცენტრის პოზიციაზე გამოჩნდა და 24:57 წუთში 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მილუოკელთა ახალწვეულმა ჯაბარი პარკერმა და გიანის ანტეტოკოუნმპომ 11-11 ქულა ჩააგდეს, ხოლო ერსან ილიასოვას დაბლ-დაბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თურქმა ფორვარდმა თამაშიდან 20-დან მხოლოდ 4 (!) ტყორცნა გამოიყენა.
ჩიკაგოელთა რიგებში ხსენებულმა გასოლმა თავი 20 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა, მის გარდა, კი ჯიმი ბატლერი (18 ქულა, 7 მოხსნა), დერიკ როუზი (16 ქულა), ტაჯ გიბსონი (11) და ჟოაკიმ ნოა (10) გამოირჩნენ.
“მილუოკის” მომდევნო საგამოფენო მატჩი 15 ოქტომბრის დილას კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის “კავალიერსთან” ელის.