„მანჩესტერ იუნაიტედს“ კობი მეინუ გამოაკლდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება.
ახალგაზრდა ინგლისელი მოედანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-14 ადგილზეა, 19 ოქტომბერს კი, „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება.