ფიზიკური ჯანმრთელობა - „კარგად ყოფნის ფორმა“, როდესაც ჩვენი ორგანიზმის ყველა ნაწილი - ორგანოები, ქსოვილები და უჯრედები ფუნქციონირებენ/იქცევიან ზუსტად ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდნენ/იქცეოდნენ და როდესაც არც ერთი მათგანი არ გვიშლის ხელს სრულფასოვნად ცხოვრებაში!
ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანმრთელი და ხარისხი ცხოვრებისკენ გასავლელი გზის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გულისხმობს ვარჯიშს, სწორ კვებას, ჯანსაღ ჩვევებს - რის შედეგადაც ვხდებით უფრო ენერგიულები და მზად მყოფები ყველანაირი გამოწვევისთვის.
როცა ჩვენს სხეულზე ვზრუნავთ ჩვენი ორგანიზმი ჩვენს ძალისხმევას შესაბამისად პასუხობს უჯრედების დონეზეც კი. მაგალითად, როდესაც ფიზიკურად უფრო აქტიურები ვხდებით, ორგანიზმი ენდორფინებს გამოყოფს - ბედნიერების ჰორმონს, რომელიც განწყობას გვიუმჯობესებს და სტრესსაც გვიმცირებს - რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის შემადგენელი კომპონენტები, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური, ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული.
რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
• იყავით ფიზიკურად აქტიურები - დაისახეთ მიზნად დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში- სურვილისამებრ, შეგიძლიათ ფეხით იაროთ ან თუნდაც ველოსიპედით ისეირნოთ;
• იკვებეთ დაბალანსებულად - ეცადეთ, მიიღოთ მრავალი სახეობის ხილი, ბოსტნეული, ცილები, მთლიანი მარცვლეული, შაქრისა და არაჯანსაღი ცხიმების შემცველი საკვები კი ამოიღოთ რაციონიდან;
• მიზნად დაისახეთ ყოველ ღამით 7-9 საათიანი ძილი - ძილის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის;
• მაქსიმალურად ეცადეთ, სტრესი მართოთ - შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია ან იოგა;
• ეცადეთ, ისეთ მავნე ჩვევებსაც აარიდოთ თავი, როგორიცაა ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარება;
• და ბოლოს - გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად ჩაიტარეთ თქვენი ასაკისა და სქესისთვის რეკომენდებული სკრინინგული კვლევები. ნებისმიერი ავადმყოფობის დროული გამოვლენა მისი დამარცხებისთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს.
და ბოლოს...
ცხოვრების ხარისხის ამაღლების გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკის შემცირება და მეტიც - სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია!
R