„ბარსელონა“ აპირებს მიიღოს ყველა საჭირო ზომა 23 წლის მარცხენა მცველ ალფონსო დევისთან კონტრაქტის გასაფორმებლად, რომელსაც „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება - წერს ესპანელი ჟურნალისტი ფერნანდო პოლო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, მადრიდის „რეალი", რომელსაც მიუნხენელ მცველს უკვე რამდენიმე თვეა უკავშირებენ, ფეხბურთელისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობს, თუმცა მხარეებს შორის ჯერ არაფერი შეთანხმებულა.
თავად ფეხბურთელი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და დადებითად უყურებს მადრიდის „რეალში" გადასვლის პერსპექტივას. მისით ინგლისური პრემიერლიგის კლუბებიც დაინტერესდნენ
ამ სეზონში კანადელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე „ბაიერნის“ მაისურით რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.