ფეხბურთი

15:59 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ჰიმნზე სტვენისთვის დააჯარიმა

უეფა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტებისა და დარღვევების გამო დააჯარიმა.

საქმე ეხება 2024 წლის 10 სექტემბერს, ტირანაში გამართულ შეხვედრას, რომელიც საქართველომ გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოიგო.

უეფამ 12 500 ევროთი დააჯარიმა ალბანეთის ფედერაცია ალბანელი გულშემატკივრების მხრიდან საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო.

გარდა ამისა, მოედანზე ნივთების სროლისთვის ფედერაცია დაჯარიმდა 4 750 ევროს ოდენობით, ხოლო 18 000 ევროს ჯარიმა დაეკისრათ „ეარ ალბანიას“ სტადიონზე კიბეების გადაკეტვისთვის.

საერთო ჯამში ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოსთან მატჩში ფანების დარღვევებისთვის საკმაო ოდენობის ფინანსური ჯარიმა განიცადა.

გარდა ამისა, ალბანელები უკრაინასთან შეხვედრაში დარღვევებისთვის დააჯარიმეს.

0.118481