გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახი“ ევროპის ლიგის მეორე ტურში „ჰაფნარფიურდურს“ შეხვდა, რომელიც ძალიან ადვილად, 40:21 დაამარცხა.
გერმანელებმა უპირატესობა მატჩის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.
გიორგი თავის გუნდს 4 გოლით დაეხმარა, თუმცა, ბევრი არ უთამაშია, ამის საჭიროება არ იყო.
„გუმერსბახი“ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს კი, „ტულუზს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.