საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობები.
ბოლო 5 მატჩისგან განსხვავებით ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა შეცვალა, ასევე, შეცვალა ტაქტიკაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძირითადში ერთად არიან კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, ზივზივაძე და ჩაკვეტაძე!
საქართველო (4-4-2): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი; დავითაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე, ზივზივაძე
ალბანეთი (4-2-3-1): სტრაკოშა; ბალიუ, ისმაილი აჯეტი მიტაი; ასლანი, რამადანი; ასანი, ბაირამი, ლაჩი; ტუჩი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ალბანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და დიდ უპირატესობას ფლობს - 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.