უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა უკრაინა-საქართველოს მატჩი შეაფასა. როგორც მან თქვა, უკრაინელებმა დაცვაში ბევრი იმუშავეს და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოახერხეს.
"უკრაინამ საქართველოსთან მატჩში ძალიან საიმედოდ ითამაშა დაცვაში და ვფიქრობ, ამიტომ, მოიგო. კვარაცხელიას არაფრის უფლება არ მისცეს. თვალსაჩინო იყო დისციპლინა და გამარჯვების სურვილი. იყო მიდგომა და ბიჭების მხრიდან თამაშის ერთგულებაზე კითხვები არ იყო. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის შევინარჩუნეთ კარი მშრალად. ძალიან მომეწონა, რომ თითოეული ფეხბურთელი ნამდვილად ცდილობდა დაცვაში ეთამაშა, ცდილობდა ბურთის წართმევას ქართველებისთვის, როდესაც ისინი შეტევას ცდილობდნენ. ეს დიდი ხანია არ მინახავს, როცა მუდრიკი და შაპარენკოც კი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ბურთის დაბრუნებაში. ამიტომაც „ჩააქრეს“ ქართველები, ახლა მათი გუნდი მართლაც ძალიან კარგია.
აშკარაა, რომ უკრაინის თამაში იდეალურისგან შორს იყო. ვიმეორებ, ძალიან კარგია, რომ არცერთ მოთამაშეს არ ეშინოდა შავი სამუშაოს შესრულება, ისინი ყველაფერზე მუშაობდნენ დაცვაში. გამარჯვების ფასი მაღალი იყო, ამიტომ, ალბათ, არც თუ ისე კარგად ითამაშეს შეტევაში. მთავარია შედეგი იყოს და თამაშიც მოვა, ასევე, დოვბიკიც გამოიჩენს თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტრავმირებული ბიჭები გამოჯანმრთელდნენ, ძალიან ბევრი მათგანი ვერ დაეხმარა უკრაინას საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ვერც ჩეხეთის წინააღმდეგ დაეხმარება“, - თქვა მარკევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.