უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ოლექსანდრ ნაზარენკომ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, საქართველოსთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სწრაფი ქართველი ფეხბურთელები შეაჩერეს.
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, ოცნება ამიხდა და დადებითი ემოციები მაქვს. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ძალიან ძლიერი შემტევი ფეხბურთელებით. დღეს, დაცვიდან, ფრთხილად უნდა გვეთამაშა, რომ სწრაფი კონტრშეტევები არ მიგვეღო, ვფიქრობ, გამოგვივიდა. შეიძლება ითქვას, რომ მათი სწრაფი მოთამაშეები შევაჩერეთ“, - თქვა ნაზარენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.