უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მოედნის საფარი ძალიან ცუდი ხარისხის იყო.
„ამ თამაშს ძალიან დადებითად ვაფასებ. კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. სირთულეები იყო მოედანთან დაკავშირებით, ჩვენი ფეხბურთის ჩვენება არც ისე ადვილი იყო. თამაშის დაწყებამდე მე და ბიჭებმა ვიცოდით, რომ მთავარი ბრძოლა იქნებოდა. მატჩი ამ კომპონენტში მოვიგეთ. მე კვარაცხელიასთან დუელი მოვიგე? ეს არაფერ შუაშია, მთავარია, რომ თამაში მოვიგეთ. თავდამსხმელებისთვის გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ვიცი.
ჩვენც ისევე უკმაყოფილო ვართ მინდვრის საფარით, როგორც ქართველები. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც კარგ მოედანზე თამაშობენ. მოედანს ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ვინც ფეხბურთს თამაშობს, ესმის, რა არის ცუდი მოდანი და რა არის კარგი. თუმცა პირობები ორივე გუნდისთვის ერთნაირი იყო“, - თქვა მუდრიკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.