ფეხბურთი

17:58 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეპანენკო: "საქართველო ძლიერი და შემდგარი გუნდია"

უკრაინის ნაკრების და დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა ტარას სტეპანენკომ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, საქართველო ძლიერი და შემდგარი გუნდია, რომელთანაც რთულ თამაშს ელოდება.

„აზაროვი, გოჩოლეიშვილი, ხოჭოლავა, ძალიან კარგი ბიჭები არიან, მაღალი დონის ადამიანური თვისებები აქვთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. საქართველოს ნაკრები ძლიერი, შემდგარი გუნდია. ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც დიდ გუნდებში თამაშობენ. საქართველო ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერია, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვეცდებით, ჩვენთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ.

როდესაც უკრაინის ნაკრებში, თუნდაც ახალგაზრდულში მოვხვდი, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. ასე უნდა იყოს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. 35 წლის ასაკში ჩემი დამოკიდებულება ეროვნული ნაკრების მიმართ არ შეცვლილა. ეს ყველა გულშემატკივარმა, ფუნქციონერმა და ფეხბურთელმა უნდა გაიგოს. ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება. თითოეული ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის წინაშე, ყველაფერს გასცემს მოედანზე, რომ ჩვენით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს. შესაბამისად, არ არის მართალი, რომ ფეხბურთელებს უკრაინის ნაკრებში თამაში არ სურთ. ყველას, ვინც აქაა, სურს მაქსიმალურად დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას“, - თქვა სტეპანენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

0.137421