14:50 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მცველი ციმიკასი: „ჩემთვის ტრენტი ნომერ პირველია“

„ლივერპულის“ ბერძენმა მცველმა კონსტანტინოს ციმიკასმა „წითლებისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა.

„ტრენტი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სურს თამაში. მუდმივად იღებს მაქსიმუმს. მისი სტატისტიკა „ლივერპულში“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემს აზრს, მან ეს იცის. ჩემთვის ტრენტი ნომერ პირველია თავის პოზიციაზე“, ციტირებს ციმიკასის სიტყვებს ბრიტანული Independent.

ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია. მის ამჟამინდელ კონტრაქტს მერსისაიდურ კლუბთან ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენტის მომსახურებით მადრიდის „რეალია" დაინტერესებული.

0.111483