ჩოგბურთი

16:36 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 81-ე ტიტული მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში Shanghai Rolex Masters-ის ტურნირი შვეიცარიელი როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. მხიარულმა როჯერმა ფინალში რეიტინგის 29-ე ნომერი, ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა (7:6, 7:6). როჯერმა შანხაის ტურნირი პირველად მოიგო.

ფინალური შეხვედრა როჯერისთვის ცუდად დაიწყო, პირველივე თავის მოწოდება წააგო და სიმონი ბრეიკით დაწინაურდა. 5:4-ზე ფრანგი აწვდიდა, მაგრამ შვეიცარიელმა აუცილებელი უკუბრეიკი შეასრულა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ჟილ სიმონმა სეტ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ სეტებში როჯერი დაწინაურდა.

მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელი თავიანთ ჩაწოდებას იგებდნენ და პირველი სეტის მსგავსად გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ფედერერმა მარტივად იმარჯვა - 7:2.

შვეიცარიელმა მაესტრომ კარიერაში 81-ე ტიტული მოიპოვა და 23-ე მასტერსის ტურნირი მოიგო.

როჯერ ფედერერი: “დაუვიწყარი კვირა იყო, ბედნიერი ვარ რომ გავიმარჯვე. ეს ტურნირი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ აზიაში ყველაზე დიდი ტურნირი მოვიგე. ჟილს ვულოცავ კარგ შედეგს და ასევე კარგ თამაშს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რადგან ყოველთვის გვერდში მიდგახართ. დიდი მალდობა ყველას”.

როჯერმა 4 ეისი ჩააწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 35-ჯერ გავიდა ბადესთან, საიდანაც 24 წარმატებული აღმოჩნდა. 7-დან ბრეიკის მხოლოდ 1 შანსი გამოიყენა.

სიმონმა 3 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 6-ჯერ გავიდა ბადესთან, საიდანაც 3 გამოდგა წარმატებული. სამი ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.

როჯერმა ამ გამარჯვებით, რეიტინგში 1000 ქულა მოიპოვა და 798540 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

ფინალური მატჩის საუკეთესო მომენტები

0.114504