„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს წარმატებაზე ისაუბრა.
„კარგად ვიცი, რას მიაღწია კრიშტიანუ რონალდუმ თავისი კარიერის განმავლობაში და როგორ მოახდინა გავლენა ფეხბურთის ისტორიაზე თავისი რეკორდებით. ეს ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად დარჩება. 39 წლის, თითქმის 40 წლის, ის კვლავ წარმოუდგენელ ამბიციას იჩენს“, - ციტირებს იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ლევანდოვსკის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
შეგახსენებთ, რომ რონალდუ საუდურ კლუბში 2022 წელს გადავიდა, ფორვარდის კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი, ხელფასი კი 200 მილიონი ევროა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.