ფეხბურთი

11:52 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე პრემიერლიგის სტარტზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო.

სტატისტიკური პორტალის, Opta Sports-ის ცნობით, მანკუნიანელებმა ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენეს 1989/1990 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც გუნდმა პირველ შვიდ ტურში შვიდი ქულა დააგროვა. იმ სეზონის ბოლოს „იუნაიტედმა“ მე-13 ადგილი დაიკავა, რაც გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი იყო ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰაგი 2022 წლის ზაფხულში დაინიშნა. ამ პერიოდში ნიდერლანდელი სპეციალისტის თავკაცობით გუნდმა ორი თასი მოიგო: ქვეყნის ასოციაციისა და ლიგის.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ქვეყბის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. ტენ ჰაგის შგირდებს შვიდი მატჩის შემდეგ რვა ქულა აქვთ.

0.111