„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის გარდა, ტოპლიგების კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
Whoscored-ის მიხედვით, ქართველს 10-ქულიანი (მაქსიმალური) შეფასება ერგო, რაც ტოპლიგებში გასულ უიქ-ენდზე საუკეთესო შეფასება გამოდგა. სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: დავიდ დე ხეა (ფიორენტინა)
მცველები: მარტინ დე რონი (ატალანტა), ანტონიო რაილიო (მალიორკა), ნათან კოლინზი (ბრენტფორდი)
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი), მიკელ დამსგორი (ბრენტფორდი), ედერსონი (ატალანტა), რაფინია (ბარსელონა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი)
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდვოსკი (ბარსელონა), მატეო რეტეგი (ატალანტა)
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).
დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.
„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს.