ფეხბურთი

10:55 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "კონტემ კვარაცხელია დაარწმუნა, რომ ეს პოზიცია მისთვის სწორი იყო"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ანტონიო კონტეზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კონტე წარმატების გარანტიაა და მისი მიზანი მხოლოდ სკუდეტოს მოგებაა.

„კონტე გუნდში გარემოს აუმჯობესებს და ამას მოკლე დროში ახერხებს, ეს თითოეული ფეხბურთელის გონებაში შედის, მათ სულამდე აღწევს. კონტე ყოველთვის სწორ გზას პოულობს. ხედავთ, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას ხშირად ცენტრში იყენებს, სადაც მანამდე ის არასდროს თამაშობდა, სპალეტისთან ყოველთვის ფლანგზე იყო, კონტემ კი დაარწმუნა, რომ ცენტრში თამაში სწორია.

კონტეს ხედვა ყოველთვის სწორია და ფეხბურთელებიც მას მიჰყვებიან. „ჩელსიში“, იტალიის ნაკრებში, ყველგან, ფეხბურთელები მის იდეებს მიჰყვებოდნენ. როდესაც ის „იუვენტუსში“ მოვიდა, პირველივე ვარჯიშზე კუნთების დაჭიმულობა მქონდა, ტრავმული იყო, რადგან თაფლობის თვიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი.

სკუდეტო კონტეს მიზანია. ის ფეხბურთის სიახლეებსაც მიჰყვება, „იუვენტუსში“ თავიდან 4-2-4 სქემით დაიწყო, შემდეგ 4-3-3-ზე გადავიდა, ბოლოს 3-5-2-ზე, ახლა კი, „ნაპოლიშიც“ შეცვალა სქემა. კონტესთან პირლოც არ ტოვებდა ერთ ვარჯიშს და როცა ვნახე, რომ ასე მუშაობდა, მე როგორ არ უნდა მემუშავა, როცა იმ დროს არაფერს წარმოვადგენდი?“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში, ხოლო იტალიის ნაკრებში 2014-2016 წლებში თამაშობდა.

0.11474