ფეხბურთი

2:00 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ისევ ვერ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტური სან სებასტიანში „სოსიედადის“ და „ატლეტიკოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

დიეგო სიმეონეს გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა, ხულიან ალვარესის გოლით, მაგრამ სწრაფი გოლის მიუხედავად შინ 3 ქულით ვერ დაბრუნდა. 84-ე წუთზე ბასკებმა შუჩიჩის გოლით გაათანაბრეს და 1:1.

„ატლეტიკო“ 17 ქულით მესამე ადგილზეა და ლა ლიგის ბოლო ოთხ ტურში მესამე ფრე ითამაშა. ამას დავუმატოთ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ განადგურება - დიეგო სიმეონეს გუნდი არც თუ ისე კარგ ფორმაშია.

0.115166