კალათბურთი

17:16 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 10 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 72:80 წააგო.

სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც არასრულ 29 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ბექამ 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„გრან კანარიაში“ საქართველოს ნაკრების წევრმა ჯო ტომასონმა 20 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

„ლეიმა კორუნია“ თითო მოგებით და წაგებით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, "მორაბანკ ანდორას" შეხვდება, ხოლო „გრან კანარია“ 2 მოგებით ლიდერობს გათამაშებას და შემდეგ მატჩს 13 ოქტომბერს, „მანრესას“ გაეჯიბრება.

0.116697