უნგრეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „მტკ ბუდაპეშტმა“ „კეჩკემეტი“ 3:1 დაამარცხა, ილია ბერიაშვილმა კი, გოლი გაიტანა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 87-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 წლის ბერიაშვილს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „მტკ ბუდაპეშტი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა.