ფეხბურთი

20:25 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "მიდლსბრო" დაამარცხა, წიტაიშვილის "გრანადამაც" მოიგო

ინგლისის ჩემპიონშიფის მეცხრე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „მიდლსბროს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გააფრთხილეს.

„უოტფორდმა“ 54-ე წუთზე გაუშვა და აგებდა, მაგრამ ედო კაიემბესა და კვავდო ბას გოლებით დააქამბექა, შედეგად, გამარჯვებაც მოახერხა. ჩაკვე საკმაოდ აქტიური იყო, ტრადიციულად გამორჩეულიც. მას „უოტფორდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ 9 ტურის შემდეგ ჩემპიონშიფში 16 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 ოქტომბერს, „ლუთონს“ ესტუმრება.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მერვე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „მირანდესს“ ესტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო - 1:0.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთამდე ითამაშა. გიორგის მიმდინარე სეზონში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში. „გრანადა“ 8 ტურში მოპოვებული 10 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 ოქტომბერს, „კორდობას“ უმასპინძლებს, თუმცა წიტაიშვილს ამ მატჩის გამოტოვება მოუწევს, რადგან საქართველოს ნაკრებშია გამოძაბული.

0.137322