„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ სტანისლავ ლობოტკას მიმართ აღტაცება ვერ დამალა.
როგორც მან თქვა, ასეთ ფეხბურთელებზე გიჟდება:
„მომეცით ლობოტკა, გთხოვთ, რა ფეხბურთელია, ღმერთო ჩემო! ბრწყინვალეა. სწორედ ასეთი მოთამაშეები იგებენ თამაშებს, თამაშის გაგების, ბურთის დაბრუნების წყალობით. ასეთ ფეხბურთელებზე ვგიჟდები. მე შემიძლია ჩემი გუნდი 11 ლობოტკასთან ერთად ვათამაშო“, - თქვა ფაბრეგასმა.
შეგახსენებთ, რომ „კომო“ „ნაპოლისთან“ 1:3 დამარცხდა.