ფრანგ ფეხბურთელს პოლ პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირეს. CAS-მა „იუვენტუსის“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს სასჯელი 18 თვემდე შეუმცირა.
პოგბას დისკვალიფიკაციიდან თითქმის ერთი წელი გასულია, შესაბამისად, 2025 წლის მარტში მას ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლება ექნება, ხოლო იანვრიდან გუნდთან ერთად ვარჯიში.
პოლ პოგბამ შარშან დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა და ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს. მას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, 2026 წლის 30 ივნისამდე. დისკვალიფიკაციის პერიოდში ტურინული კლუბი მას მინიმალურ ხელფასს, თვეში 2 000 ევროს უხდის, რაც რეგულაციებითაა გათვალისწინებული.