„ემპოლის“ კაპიტანმა არდიან ისმაილიმ საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ალბანელმა თქვა, დარწმუნებულია, რომ გოგლიჩიძე განვითარებას გააგრძელებს.
„გუნდში მყისიერი ინტეგრაცია ადვილი არასდროსაა, მაგრამ მათ აჩვენეს დიდი სიმწიფე და მუშაობის სურვილი. საბას „აფეთქება“ შთამბეჭდავია, მთელი თავისი ნიჭის დემონსტრირებას ახდენს და დარწმუნებული ვარ, ზრდას განაგრძობს. ჩვენს გუნდს გამოცდილების და ახალგაზრდობის კარგი ნაზავი აქვს, რაც ძალიან გვეხმარება“, - თქვა ისმაილიმ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად, რომლებშიც „ემპოლიმ“ ერთადერთი გოლი გაუშვა. ტოსკანელები 6 ოქტომბერს, რომის „ლაციოს“ შეხვდებიან.