უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩს დანაკლისით შეხვდება. სერგეი რებროვის გუნდს კაპიტანი ტარას სტეპანენკო გამოაკლდა.
ვეტერანმა ნახევარმცველმა, რომელიც დონეცკის „შახტარში“ თამაშობს, ტრავმა ბერგამოს „ატალანტასთან“ შეხვედრაში მიიღო და გარკვეული პერიოდით იუქმებს.
გარდა ამისა საეჭვოა „ჟირონას“ ფეხბურთელის, ვიქტორ ციგანკოვის თამაშიც, რომელმაც დაზიანება ასევე ჩემპიონთა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ მატჩში მიღო. იქამდე ტრავმების გამო უკრაინას ოლეკსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკიც დააკლდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას ერთა ლიგის მესამე ტურში 11 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.