ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი „შტურს“ კაპიტნობდა. მან 90 წუთი ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ უქულოდაა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 22 ოქტომბერს, ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს.