ფეხბურთი

20:50 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე სექტემბრის სიმბოლურში Sofascore-ს ვერსიით
ამ სიმბოლურში ბელინგემი, იამალი და ვირტცი არიან

„ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე ვებგვერდ Sofascore-ს ვერსიით ტოპლიგების სექტემბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ოღონდ 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის.

საბამ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოიკიდა და ბოლო ოთხი მატჩი შეუცვლელად, თანაც მაღალ დონეზე ჩაატარა. კონკრეტულად სექტემბერში გოგლიჩიძემ სერია A-ში სამჯერ ითამაშა „იუვენტუსის“, „კალიარის“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ, მის გუნდს კი, ამ მატჩებში გოლი არ გაუშვია.

აღნიშნულ სიმბოლურში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ჯუდ ბელინგემი, ლამინ იამალი, ნიკო პასი, ფლორიან ვირტცი და ხავი სიმონსი არიან.

აქვე გეტყვით, რომ „ემპოლი“ უახლოეს შეხვედრას რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.

0.120533