ფეხბურთი

18:49 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა

სტამბოლის „გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ნიგერიელმა დაზიანება ბოლო ტურის მატჩში „ქასიმპაშას“ წინააღმდეგ მიიღო და სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ვიქტორს კუნთის დაზიანება აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ იჯარით შეუერთდა და ოთხ შეხვედრაში უკვე მოასწრო 2 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116764