ყოფილმა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა გააკრიტიკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები და ასევე მიანიშნა, რომ მანკუნიანურმა კლუბმა გასულ ზაფხულს სატრანსფერო კამპანია საუკეთესოდ ვერ ჩაატარა.
„ბოლო მატჩში ვნახე ეს ახალი ბიჭი, უგარტე. მასში 50 მილიონი ევრო გადაიხადეს და ის მოედანზე დადის! როგორ არის ეს შესაძლებელი? იდიოტურია, რომ ტენ ჰაგმა ამდენი ფული დახარჯა მოთამაშეებზე , რომლებიც უბრალოდ საკმარისად არ არიან კარგები“, - ციტირებს ვან ბასტენის სოტყვებს ბრიტანული Mirror.
მანუელ უგარტე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ ზაფხულს პსჟ-დან შეუერთდა. ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის ექვსი ტურის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ შვიდი ქულით მე-13 ადგილზე არიან.