34 წლის მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა ესპანურ „ბარსელონაში“ გადასასვლელად - წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X -ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, პოლონელი მეკარე კატალონიელებთან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელიც ამ სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შჩესნი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩს, რომელშიც „ბარსელონა“ „იანგ ბოიზს“ შეხვდება და დღეს 1 ოქტომბერს გაიმართება, ტრიბუნიდან უცქერს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს პოლონელმა მეკარემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ „ბარსელონას“ ინტერესის გამო ფეხბურთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.