ფეხბურთი

1:21 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ამ "ნაპოლის" მთავარი წერტილია"

იტალიურმა მედიამ „მონცასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.

Eurosport 7 ქულა: „დასაწყისში ცოტა გაუჭირდა, ყვითელი ბარათიც მიიღო. თუმცა, შემდეგ სწორ ადგილას აღმოჩნდა და დაამტკიცა, რომ ამ „ნაპოლის“ საყრდენი წერტილია“.

Calciomercato 7 ქულა: „მონცასთან“ თამაში მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ მას გაუტანა „სტადიო მარადონაზე“ თავის პირველი და თან, რა გოლები. ამჯერად, მეორე გოლი გაიტანა, ფორვარდის სტილში“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „როგორც დიზელი - პირველ წუთებზე ძრავის ბრუნი დაბალია. გაუჭირდა ბონდოს მახრჩობელა მეურვეობის გამოც, თითქოს განერვიულებულიც იყო. შემდეგ გარდამტეხი ეპიზოდი მოვიდა: გაიტანა მეორე გოლი, თითქოს, პენალტი მოძრავი ბურთით. ამის შემდეგ „სტადიო მარადონას“ ანათებდა. მოკლედ, კვარა დაბრუნდა“.

Mediaset 7.5 ქულა: „ქართველის თამაშში ყველაფერია - სირბილი, გამომგონებლობა, ხარისხიანი თამაში და გოლი. მოედანზე ცალსახად საუკეთესო, ისეთივე მბრწყინავი, როგორც სკუდეტოს სეზონში. გუნდი ხშირად მასზეა დამოკიდებული და ქართველი გარემარბიც ამტკიცებს, რომ ამისთვის მზადაა“.

Sport.virgilio 7 ქულა: „დასაწყისი საუკეთესო არაა. შემდეგ გოლი გაიტანა და თამაშიც აეწყო“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118854