ფეხბურთი

0:38 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა, "ნაპოლი" პირველ ადგილზეა

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ „მონცა“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა.

ნეაპოლელებმა ძალიან ადვილად მოიგეს, პრაქტიკულად ვარჯიში გამოუვიდათ, ზედმეტი ენერგიაც არ დაუხარჯავთ. 22-ე წუთზე ანტონიო კონტეს გუნდი მატეო პოლიტანომ დააწინაურა, ხოლო 11 წუთის შემდეგ კვარამაც შეაგდო, სეზონში მესამე გოლი.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლომდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ბევრი არაფერი მომხდარა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა.

ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 75-ე წუთზე შეცვალეს, რის გამოც ცოტა არ იყოს, გაბრაზდა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

„ნაპოლი“ – „მონცა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107292