ტირასპოლის „შერიფმა“ მოლდოვის ჩემპიონატის მე-8 ტურში „დაჩია“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა.
ქართველმა პირველ ტაიმში ორი პენალტი გაიტანა, მეორე ნახევრის სტარტზე კი, ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და ბენეფისი მოიწყო. მას „შერიფში“ ჩატარებულ ხუთ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
„შერიფი“ 22 ქულით ლიდერობს მოლდოვის ჩემპიონატს და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „სპარტას“ შეხვდება.