ფეხბურთი

18:14 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთმანეთზე უკეთესი გოლი და საგოლე პასი: ქოჩორაშვილის ბრწყინვალე თამაში "ალმერიასთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. „ლევანტემ“ ქართველის ლიდერობით „ალმერია“ 4:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს, ჯერ ვალენსიელები იგებდნენ 2:0-ს, მერე სტუმრებმა გაათანაბრეს. მეორე ნახევარში კი, ქოჩორაშვილის შეჩერება „ალმერიამ“ ვერ მოახერხა.

51-ე წუთზე გიორგი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძალიან ძლიერი დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა, რითაც თავისი გუნდი 3:2 დააწინაურა. 74-ე წუთზე ქართველმა საგოლე პასიც გააკეთა, როცა მოედნის ცენტრიდან ჭკვიანური გადაცემით მეკარეს შეატოვა კარლოს ალვარესი და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოლიც დიდებული იყო და საგოლე პასიც, ერთმანეთზე უკეთესი!

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი - მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ქოჩორაშვილი დიდებულად ირჯება.

„ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110412