„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, „ბაიერნი“ გასული სეზონისგან განსხვავებული გუნდია და უფრო მეტი თავდაჯერება აქვს:
„ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბრძოლისთვის მზად ვიყავით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ მეტი დისციპლინით თამაში გვჭირდება. ადვილი არ იყო, ბურთის კონტროლი ვერ შევძელით, თუმცა, ეს ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
„ბაიერნის“ ენერგია და თავდაჯერება განსხვავდება წინა სეზონისგან, ისინი ბურთით შესანიშნავი არიან, მის გარეშეც. ამ ქულით კმაყოფილი ვართ“, - თქვა ალონსომ.