MLS-ის მორიგ ტურში გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ. ქართველი ფეხბურთელის "ატლანტა იუნაიტედი" სტუმრად "ფილადელფია უნიონს" შეხვდა და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
საბამ მიმდინარე სეზონში 27 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 6 საგოლე გადაცემაა.
"ატლანტა იუნაიტედს" 31 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.