გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის გვიან მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
31-ე წუთზე „ბაიერის“ ნახევარმცველმა რობერტ ანდრიხმა ანგარიში გრანიტ ჯაკას პასით გახსნა. 39-ზე კი „ბაიერნის“ შუახაზელმა ალექსანდარ პავლოვიჩმა შორეული დარტყმით გაათანაბრა.
„ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა. გუნდმა ხუთ მატჩში 13 ქულა დააგროვა. ბაიერმა 10-ქულიანი „ლევერკუზენი“ კი მესამე ადგილზე დგას.
გერმანიის ჩემპიონატის გასული სეზონის პირველ წრეში გუნდებმა ფრედ 2:2 ითამაშეს. მეორე წრესი ლევერკუზენულმა კლუბმა მიუნხენური ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-5 ტური. 28 სექტემბერი: ლაიპციგი - აუგსბურგი 4:0, ფრაიბურგი - ზანქტ პაული 0:3, ვოლფსბურგი - შტუტგარტი 2:2, მაინცი - ჰაიდენჰაიმი 0:2, გლადბახი - უნიონ ბერლინი 1:0, ბაიერნი - ლევერკუზენი 1:1