კოულ პალმერი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც პოკერის შესრულება პირველ ტაიმში მოახერხა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში „ჩელსიმ“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ლონდონელთაგან ოთხივე გოლი (ერთი პენალტით) 22 წლის ნახევარმცვეელმა კოულ პალმერმა გაიტანა (21-ე, 28-ე პენ, 31-ე, 41-ე წთ)
ამ გამარჯვების შემდეგ, „ჩელსიმ“ 13 ქულა მოაგროვა და სატურნირი ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.