ფეხბურთი

21:10 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილმა „ლინცს“ გაუტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლინცს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პენალტით ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა 71-ე წუთზე.

„შტურმი“ თავიდანე დაწინაურდა. თავი დანიელმა მიკა ბიერეთმა გამოიჩინა მე-18 წუთზე. ნახევარი საათის თავზე მასპინძელთა ავსტრიელმა ტომას გოიგინგერმა გაათანაბრა. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.

მეორეში კი, როგორც ვთქვით, კიტეიშვილმა ივაჟკაცა. ოთარი მინდორზე შეცვლაზე შევიდა 58-ე წუთზე.

ამ გამარჯვების კვალად „შტურმმა“ 16 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113049