დღეს, 28 სექტემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში „მეთოფეებს“ აბსოლუტური უპირატსობა ეპყრათ და ეს ანგარიშშიც აისახა გაბრიელ მარტინელისა და ლეანდრო ტროსარის გოლებმა შესვენებისთვის მასპინძლებს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.
თითქოს მიკელ არტეტას შეგირდებს გამარჯვებბა არ უნდა გასჭირვებიდათ, მაგრამ ასე არ ფიქრობდა „მელიების“ 26 წლის მცველი ჯეიმს ჯასტინი. მან ორი ულამაზესი ბურთი გაუტანა მასპინძლებს და ანგარიში გაათანაბრა.
მერე „არსენალმა“ ბევრი იწვალა. მომენტებს მომენტებზე ქმნიდნენ და ბოლოს როგორციქნა შეაგდეს - ლეანდრო ტროსარმა გაიტანა და დუბლიც მიითვალა. მალევე ჰავერცმა მეოთხეც გაიტანა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი დასრულებულიყო. საბოლოოდ - 4:2.
ამ თამაშის შემდეგ „არსენალმა“ 14 ქულა მოაგროვა. „მეთოფეები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. „ლესტერი“ სამი ქულით მე-16 ადგილზეა.