ფეხბურთი

19:13 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არტეტა გვარდიოლაზე: „პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მისით"

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მოედანზე არსებული უთანხმოება გავლენას არ მოახდენს მათ ურთიერთობაზე პეპ გვარდიოლასთან, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ თავკაცობს.

„მე ის მიყვარს. პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ. მოხიბლული ვარ მისი გუნდით და ყველაფერით, რასაც აკეთებს. ეს სპორტია. ჩვენი პროფესიული ურთიერთობები ერთია, პირადი - მეორე. თუ ამას სპორტული დაპირისპირება მოშლის, მაშინ აღარ დაველაპარაკებოდი. სპორტი ჩემს პირად ურთიერთობეს არასდროს შეუშლის ხელს. ეს უეჭველია“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს beIN Sports.

22 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ (2:2).

არტეტა ლონდონურ გუნდს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თაოსნობით„მეთოფეებმა“ მოიგეს ინგლისის თასი და ორჯერ ეროვნული სუპერთასი. „არსენალში“ გადასვლამდე არტეტა გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში იყო „მანჩესტერ სიტიში.“

0.112469