რაგბი

15:03 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ამაშუკელმა ახალი ზელანდია - ავსტრალიის მატჩი განსაჯა - "ბლედისლოუს თასი" "ოლ ბლექსმა" მოიგო

ნიკა ამაშუკელის მიერ განსჯილ ელიტურ ტურნირებს კიდევ ერთი შეემატა. ამჯერად რაგბის ქართველმა რეფერიმ "ბლედისლოუს თასზე" იმსაჯა. ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის თამაშზე მთავარი არბიტრი იყო.

აღნიშნული შეხვედრა ახალი ზელანდიის გამარჯვებით 33:13 დასრულდა და თასიც შეინარჩუნა. თამაშში 6 ლელო გავიდა, რომელთაგანაც "ვოლაბების" ანგარიშზე მხოლოდ 1იყო.

რაც შეეხება რაგბი ჩემპიონშიპს, გამარჯვებულის ვინაობა დღეს, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის მატჩში გაირკვევა, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

0.124637