ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კატალონიური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელზე ჰანს-დიტერ ფლიკზე ისაუბრა.
„ფლიკი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს. ის დიდხანს სწავლობდა „ბარსას.“ ჩვენ ერთგული ვართ „ლა მასიასი“ („ბარსელონას“ აკადემია) არა აუცილებლობის, არამედ რწმენის გამო. ახლა გუნდის სიას უფრო დიდი საბაზრო ღირებულება აქვს, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ ჩამოვედით. და ეს ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენისთვის“, - ციტირებს AS ლაპორტას სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა „ბარსელონამ“ მიმდინარე სეაზონში ესპანეთის ლა ლიგის შვიდივე სასტარტო მატჩი მოიგო მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით.
- 17 აგვისტო: სტუმრად ვალენსიასთან (2:1).
- 24 აგვისტო: შინ ბილბაოს ატლეტიკთან (2:1).
- 27 აგვისტო: სტუმრად რაიო ვალეკანოსთან (2:1).
- 31 აგვისტო: შინ ვალიადოლიდთან (2:1).
- 15 სექტემბერი: სტუმრად ჟირონასთან (4:1).
- 22 სექტემბერი: სტუმრად ვილიარეალთან (5:1).
- 25 სექტემბერი: შინ ხეტაფესთან (1:0).