სერია A-ში მეექვსე ტურის მატჩი, „ჯენოა“ – „იუვენტუსი“ ცარიელ სტადიონზე ჩატარდება.
გადაწყვეტილება გენუუს პერფექტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ გენუური დერბის („ჯენოა“ – „სამპდორია“) დროს ფანებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა. ამჯერად ინციდენტის თავიდან ასარიდებლად, სტადიონზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ.
„ლუიჯი ფერარისის“ ტრიბუნები ცარიელი იქნება, სულ რაღაც 400 ადამიანს ელოდებიან, ისიც გუნდების ოფიციალურ წარმომადგენლებს, მედიას და სტიუარდებს. „ჯენოა“ – „იუვენტუსის“ მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.