ფეხბურთი

0:30 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას კონტრაქტზე საჩქარო არ გვაქვს, ვნახოთ, რა იქნება"

„ნაპოლის“ დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მან ისევ გაიმეორა, რომ საჩქარო სიტუაცია არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

„ვთქვი და გავიმეორებ: საჩქარო არაფერია. მას „ნაპოლისთან“ ჯერ კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აქვს. ამ საკითხზე ვსაუბრობთ, დედლაინი არ არსებობს, მშვიდად ვართ, ვნახოთ, მომდევნო თვეებში რა იქნება“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლებაზე, რაც ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდასაც გამოიწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114752