„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მზადაა ხელფასის 50%-ით შემცირებაზე, თუ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარი არ მოუწევს.
როგორც ჩანს, ესპანელისთვის მედიის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან დამღლელი პროცესია.
„თუ მომცემთ ფურცელს და მეტყვით, რომ პრესასთან საუბარი აღარ მომიწევს, მაგრამ ხელფასის 25%-ს ან 50%-ს ჩამომაჭრიან, ხელს მაშინვე მოვაწერ. მაგრამ ეს შეუძლებელი მგონია. განსაკუთრებით მიჭირს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციის ჩატარება, რადგან ენერგია არ მაქვს”, - აღნიშნა ესპანელმა.