ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა საერთო ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდა - გვამცნობს RMC Sport.
მანამდე, ტრავმის გამო, დონარუმამ ორი მატჩი გამოტოვა, რამაც რუს მეკარეს მატვეი საფონოვს საშუალება მისცა კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი საფრანგეთის ჩემპიონატში შეესრულებინა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ პარასკევს, 27 სექტემბერს, „რენს“ შეხვდება.