ფეხბურთი

14:53 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

„ტორპედოს,“ „ტომის,“ „კრასნოდარისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ალექსეი ბუგაევს ნარკოტიკების გავრცელებისთვის 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბუგაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

42 წლის ბუგაევი 2023 წლის 28 ოქტომბრის ღამეს კრასნოდარში, კალინინის ქუჩაზე დააკავეს. ჯიბეში 495 გრამი მეფედრონის შემცველი ჩანთა აღმოჩნდა. SHOT-ის ცნობით, რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი ნარკოტიკების გავრცელებას კრასნოდარის მხარეში გეგმავდა.

თავდაპირველად ბუგაევს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის გაყიდვისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრებოდა, მაგრამ გამოძიებასთან გარიგება დადო და დანაშაული აღიარა. შედეგად, ვადა 9,5 წლამდე შეუმცირდა - სპორტული დამსახურებაც გაითვასიწინეს - ამის შესახებ კრასნოდარის ტერიტორიის სასამართლოების ერთობლივი პრესსამსახური იტყობინება.

0.118392