ევროპა ლიგის პირველი ტურის რამდენიმე მატჩი უკვე გაიმართა. სეზონი „ალკმარის“ და „ბოდო გლიმტის“ გამარჯვებებით გაიხსნა, რომლებმაც 3:2 აჯობეს შესაბამისად, „ელფსბორგს“ და „პორტუს“.
რაც შეეხება, დღის გვიან მატჩებს: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგაზეც წარუმატებელი სტარტი აიღო. სხვაგვარად ვერ შეფასდება „ოლდ ტრაფორდზე“ ენსხედეს „ტვენტესთან“ ფრე (1:1), გუნდთან, რომელმაც ევროთასებზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.
რომის „ლაციომ“ სტუმრად კიევის „დინამო“ ძალიან ადვილად, 3:0 დაამარცხა. იტალიელებმა პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს და შემდეგ არაფერი შეცვლილა.
საინტერესო იყო სტამბოლის „გალათასარაის“ და სალონიკის „პაოკის“ შეხვედრა, რომელშიც თურქებმა 3:1 იმარჯვეს. ვიქტორ ოსიმენმა ისევ ვერ გაიტანა სადებიუტო გოლი, მაგრამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
ბრიუსელის „ანდერლეხტმა“ „ფერენცვაროშს“ 2:1 მოუგო, პრაღის „სლავიამ“ გასვლაზე აჯობა „ლუდოგორეცს“ (2:0), ხოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა - „მიდტიულანდი“ „ჰოფენჰაიმს“ და „ნიცა“ „სოსიედადს“ დაუზავდა, ორივე ეს თამაში 1:1 დასრულდა.