ევროპა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. საწყისი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 3:2 და ორივეში მასპინძლებმა მოიგეს.
„ალკმაარმა“ საკუთარ მოედანზე შვედური „ელფსბორგი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მატჩის გმირი მარკ ვან ბომელის შვილი, რუბენ ვან ბომელი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ საკუთარ მოედანზე „პორტუს“ სძლია ასევე 3:2. ამ შეხვედრასაც ისეთი გმირი ჰყავდა, ვინც დუბლი შეასრულა - იენს ჰაუგე. ნორვეგიული კლუბისთვის „პორტუს“ დამარცხება ნამდვილად აქტივშია შესატანი, მაგრამ ბოლო წლებში „ბოდო გლიმტი“ ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით სახლში, სადაც ხელოვნური საფარის მოედანზე თამაშობს.
ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის იდენტური ფორმატით ჩატარდება.